1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს საავიაციო კავშირგაბმულობის  ყოველ სადგურზე   ხორციელდებოდეს კავშირგაბმულობის ჟურნალის წარმოება, ხელნაწერი  ან ავტომატური ჩაწერა.

2. ხელნაწერ ჟურნალებში ჩანაწერები უნდა განხორციელდეს მხოლოდ მორიგე ოპერატორის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირს, რომელიც ინფორმირებულია ჩანაწერთან დაკავშირებულ ფაქტზე, შეუძლია დაადასტუროს ჟურნალში ოპერატორის ჩანაწერის სიზუსტე.

3. ყველა ჩანაწერი უნდა იყოს სრული, მკაფიო, სწორი და გასაგები. ჟურნალში არ უნდა გაკეთდეს  ზედმეტი ნიშანი ან აღნიშვნა.

4. ხელნაწერ ჟურნალში ნებისმიერი საჭირო შესწორება უნდა განახორციელოს პირმა, რომელმაც გააკეთა საწყისი ჩანაწერი. შესწორება უნდა შესრულდეს არასწორი ჩანაწერის ერთი ხაზით გადახაზვით, შესწორების ინიციატორის, თარიღის და დროის მითითებით. სწორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ბოლო ჩანაწერის შემდეგ სტრიქონში.

5. კავშირგაბმულობის ხელნაწერი ან ავტომატური ჩანაწერების ჟურნალი უნდა ინახებოდეს ამ წესის 145-ე მუხლში მითითებული ვადით. ჟურნალი, რომელიც შეეხება თხოვნას ან მოკვლევას, უნდა ინახებოდეს უფრო ხანგრძლივი ვადით, მანამ, სანამ აშკარად აღარ იარსებებს მისი საჭიროება.

6. ხელნაწერი ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სადგურის სახელწოდებას;

ბ) სადგურის ამოსაცნობ ნიშანს;

გ) თარიღს;

დ) სადგურის გახსნის და დახურვის დროს;

ე)  ყოველი ოპერატორის ხელმოწერას, მორიგეობის მიღების და გადაცემის დროის მითითებით;

ვ) გასაკონტროლებელ სიხშირეებს და მორიგეობის სახეს (მუდმივს თუ გრაფიკის მიხედვით), რომელიც უნდა განხორციელდეს ყოველ სიხშირეზე;

ზ) შუალედური მექანიკური რეგისტრაციის სადგურის გარდა, სადაც აუცილებელი არ არის წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების დაცვა, ყოველი კავშირის, სატესტო გადაცემის ან საცდელი კავშირის ჩანაწერს, რომელიც ასახავს კავშირის ტექსტს, კავშირის დასრულების დროს, გადამცემ სადგურ(ებ)ს და გამოყენებულ სიხშირეს;

თ) ყველა საავარიო კავშირს და სათანადო მოქმედებებს;

ი)  კავშირის პირობების და გართულებების მოკლე აღწერას, მათ შორის, არასასურველ დაბრკოლებებს. აღნიშნული ჩანაწერი, პრაქტიკული შესაძლებლობისას, უნდა მოიცავდეს დროს, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა დაბრკოლებებს, დაბრკოლების სიგნალის ხასიათს, რადიოსიხშირეს და ამოსაცნობს;

კ) მოწყობილობის მტყუნების ან სხვა გაუმართაობის მიზეზით კავშირის შეწყვეტის მოკლე აღწერას, შეწყვეტის ხანგრძლივობას და გატარებულ ზომებს; და

ლ)  დამატებით ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ოპერატორისთვის, როგორც სადგურის ექსპლუატაციის შესახებ ჩანაწერის ნაწილ