1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სმმ-ის პუნქტს, ადგილობრივი შეთანხმებების შესაბამისად,  ეცნობება ამოფრქვევის წინმსწრები ვულკანური აქტივობის და ვულკანური ფერფლის ღრუბლების შესახებ, როდესაც აღნიშნულმა შეიძლება მოიცვას საჰაერო სივრცე მათ მიერ კონტროლირებადი რაიონის ფარგლებში, სადაც ხორციელდება ფრენები.

2. საწარმო ვალდებული უზრუნველყოს, რომ რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები და საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტები უზრუნველყოფილნი არიან საკონსულტაციო ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომელიც გამოცემულია შესაბამისი ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრის მიერ.

შენიშვნა: ვულკანური ფერფლის შესახებ საკონსულტაციო ცენტრს უნდა დაინიშნოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში