1. მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტებს მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა წარედგინოს, ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325-ე დადგენილების 112-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცესა და აეროდრომებზე. სპეციალური ცნობები და პროგნოზის ცვლილება უნდა გადაეცეს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, აუცილებლობისას, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მომდევნო ცნობის ან პროგნოზის ლოდინის გარეშე. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ანემომეტრი, გარკვევით უნდა აღინიშნოს დისპლეი, რომელსაც ისინი უკავშირდებიან, რათა მოხდეს თითოეული ანემომეტრის მიერ კონტროლირებადი ადზ-ის  და ადზ-ის მონაკვეთის იდენტიფიცირება.

2. მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიმდინარე მონაცემებით წნევის შესახებ სიმაღლის საზომის დასაყენებლად, იმ ადგილებთან მიმართებით, რომლებიც მითითებულია მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტის მიერ.

3. პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე, აფრენისას და დაფრენისას, აღჭურვილი უნდა იყოს მიწისპირა ქარის დისპლეით. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის და მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, თუ ასეთი სადგური არსებობს.

4. პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე, აფრენისას და დაფრენისას აეროდრომებზე, სადაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორე იზომება ხელსაწყოების მეშვეობით, უნდა აღიჭურვოს დისპლეით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მიმდინარე მნიშვნელობა. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის და მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, ასეთი სადგურის არსებობის შემთხვევაში.

5. პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე, აფრენისას და დაფრენისას აეროდრომებზე, სადაც ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე იზომება ხელსაწყოების მეშვეობით, უნდა აღიჭურვოს დისპლეით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის მიმდინარე მნიშვნელობა. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის და მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, თუ ასეთი სადგური არსებობს.

6. დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე, აფრენისას და დაფრენისას, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს უნდა წარედგინოს ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სხ-ების დასაფრენად შესვლის და აფრენის ტრაექტორიაზე ან დასაფრენად წრეზე შესვლისას.

შენიშვნა: მოთხოვნები ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების და შეტყობინების გამოცემაზე და სმმ-ის მიმართ მოთხოვნები მეტეოროლოგიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაშ