1. სამანევრო არეზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მართვის მიზნით სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი რადიოსატელეფონო კავშირით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაშვებია კავშირის ვიზუალური სიგნალებით დამყარება.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გამართლებულია არსებული გარემოებით, სამიმოსვლო არეზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მართვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცალკე არხით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ასეთი არხის ავტომატური ჩაწერა.
3. შეტყობინებების ჩანაწერები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში