1. საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებსა და რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს უნდა გააჩნდეთ კავშირის საშუალებები ყველა მეზობელ საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტსა და რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტთან.

2. კავშირის  საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეტყობინების გადაცემა, ხანგრძლივი შენახვისთვის მოსახერხებელი ფორმით, და მიწოდება შეტყობინების გატარების იმ დროის შესაბამისად, რომელიც დადგენილია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით.

3. თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით, მოსაზღვრე სამეთვალყურეო რაიონების სამეთვალყურეო პუნქტებს შორის კავშირის საშუალებები, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი სამეტყველო კავშირის და, შესაბამის შემთხვევებში, მონაცემთა გადაცემის ხაზებით კავშირის საშუალებებით, დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტომატური ჩაწერის საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც კავშირი მართვის გადასაცემად რადიოლოკატორის, ADS-B ან ADS-C-სისტემების მონაცემების გამოყენებით, შეიძლება დამყარდეს მომენტალურად,  ხოლო კავშირი სხვა მიზნებისთვის, როგორც წესი, შეიძლება დამყარდეს 15 წმ-ის განმავლობაში.

4. სხვა სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად (ამგვარის არსებობისას), დასახული კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, გზის გადაჭრის საჭიროების აცილების ან შემცირების მიზნით, მეზობელ საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტებს ან რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტებს შორის კავშირის საშუალებები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა, უნდა მოიცავდეს პირდაპირი სამეტყველო კავშირის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ცალკე ან მონაცემთა გადაცემის ხაზებთან ერთად. ამასთან, კავშირის საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტომატური ჩაწერის საშუალებით.

5. კავშირის საშუალებებით, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში, კავშირი უნდა დამყარდეს 15 წმ-ის განმავლობაში.

6. განსაკუთრებული გარემოების დრო, სმმ-ის მეზობელ პუნქტებს შორის, ყოველთვის უნდა არსებობდეს კავშირი.

შენიშვნა: განსაკუთრებული გარემოება შეიძლება დადგეს მოძრაობის ნაკადების სიმჭიდროვის, სხ-ების ფრენის ტიპის და/ან საჰაერო სივრცის ორგანიზების კონკრეტული მეთოდის გამოყენების შედეგად და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამეთვალყურეო რაიონები და/ან სამეთვალყურეო არეები არ არიან მოსაზღვრე ან (ჯერ) არ შექმნილან.

7. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, თუ  საჭიროა სხ-ისთვის გაფრენამდე მეზობელ სამეთვალყურეო რაიონში ფრენის ნებართვის მიცემა, უნდა დამყარდეს კავშირი, ერთის მხრივ, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტსა და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს და მეორეს მხრივ, მეზობელი რაიონის სამეთვალყურეო პუნქტებს შორის.

8. კავშირის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით, უნდა მოიცავდეს პირდაპირი სამეტყველო კავშირის უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ცალკე ან მონაცემთა გადაცემის ხაზთან ერთად, ავტომატური ჩაწერის საშუალებებით, რომლის მეშვეობითაც კავშირი მართვის გადასაცემად რადიოლოკატორის, ADS-B ან ADS-C-სისტემების მონაცემების გამოყენებით, შეიძლება დამყარდეს მომენტალურად,  ხოლო კავშირი სხვა მიზნებისთვის, როგორც წესი, შეიძლება დამყარდეს 15 წმ-ის განმავლობაში.

9. ყოველთვის, როდესაც საჭიროა მონაცემების ავტომატური გაცვლა საჰაერო მოძრაობის მომსახურების კომპიუტერებს შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტომატური ჩაწერის შესაბამისი საშუალებები.

10. მონაცემებისა და შეტყობინებების ჩანაწერები, ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაშ