საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს „მიწა-მიწა“ კავშირგაბმულობის    პირდაპირი სამეტყველო კავშირი და/ან კავშირი მონაცემთა გადაცემის ხაზებით.

შენიშვნა 1: კავშირის საჭირო არხების ტიპის განსასაზღვრად, კავშირგაბმულობის სამსახურისთვის მოცემულია კავშირის დამყარების სიჩქარის მაჩვენებელი დროის პერიოდი. მაგალითად, სიტყვა „წამიერი“ აღნიშნავს ისეთ კავშირს, რომელიც შეიძლება დამყარდეს მეთვალყურესთან ფაქტობრივად დაუყოვნებლივ; „თხუთმეტი წამი“ მიუთითებს კომუტატორით სარგებლობის შესაძლებლობაზე და „ხუთი წუთი“ აღნიშნავს მეთოდს, რომელიც მოიცავს რეტრანსლირებას.

შენიშვნა 2: მოთხოვნები საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურში ყველა შეტყობინების ავტომატური ჩანაწერის შენახვის მიმართ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომის 3.5.1.5 პუნქტშ