1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა გულისხმობს ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირებას.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება/სისტემა, რომელიც სააგენტომ წინასწარ აღიარა.
4. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018