1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
11. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებიდან გამონაკლისები შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2017 კანონი №1818
- 11.12.2015 კანონი №4620
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 91. სააგენტოს სამართლებრივი აქტები 1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. 11. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებიდან გამონაკლისები შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. 2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა. თავი III. საჰაერო სივრცე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება