1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს საავიაციო საქმიანობის განხორციელების, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივ განსახორციელებლად.
11. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა და პროცედურებით.
2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებთან.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2015 კანონი №4620
- 26.04.2012 კანონი №6093
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები 1. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობის მა და რეგულირების სახელმწი ფო ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ქტებს, რომლებიც არეგნდივიდუალიურ აქტებს როგორც საავიაციო საქმიანობის, გასნხორციევლების, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივ განსახორციელებლად. 11. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა და პროცედურებით. 2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც იგათვალისწინებენ ულია აფეთქებას, სროლას, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობას, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟსი, რადიოდაბრკოლებების შექმნას და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულებას, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობის მა და რეგულირების სახელ მწიფო ორგანოებთან. თსაქართველოს 2006 წლი III. ს 25 მაჰისის კაერნო სნივრცე №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130