1. საწარმო ვალდებულია განსაზღვროს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის, ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
2. საწარმოს სააერნაოსნო მომსახურებაში ჩართული პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა და წლიური გეგმ