1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო (შემდგომში – საწარმო) უფლებამოსილია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, ან/და სამოქალაქო აეროდრომებზე, განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურება ან მისი ცალკეული სახე ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატისა და სააგენტოს მიერ მისი სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის საფუძველზე.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია:
ა) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გამოიყენოს მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება, რომელიც აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ;
ბ) იხელმძღვანელოს ევროკავშირის (EU) 2017/373-ის „Easy Access Rules for Air Traffic Management/Air Navigation Services“ რეგულაციის სახელმძღვანელო მასალით.
3. საწარმო ვალდებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად:
ა) შეიმუშაოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
ბ) განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებები საწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის მეშვეობით ან ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) დანიშნოს:
გ.ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი;
გ.ბ) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი;
დ) განახორციელოს:
დ.ა) საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები;
დ.ბ) საკუთარი ობიექტებისა და საშუალებების დაცვა;
ე) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებაზე კონტროლი;
ვ) უზრუნველყოს საწარმოს ობიექტების, საშუალებებისა და პერსონალის დაცვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
ზ) უზრუნველყოს პერსონალის მომზადება საავიაციო უშიშროების საკითხებში და ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) განსაზღვროს კრიტიკული ინფორმაციის სისტემები და საკომუნიკაციო სისტემები და უზრუნველყოს მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისაგან;
ი) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულება.
4. საწარმო უფლებამოსილია გასწიოს სერტიფიკატით განსაზღვრული შესაბამისი სააერნაოსნო მომსახურება, სააერნაოსნო მომსახურების გამწევად მისი დანიშვნის შემდეგ.
5. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტ