1. საწარმომ უნდა დანერგოს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების პროცესი, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.

2. საწარმო ვალდებულია ტექნიკური საშუალების მწარმოებელ ან მიმწოდებელ კომპანიას  წარუდგინოს ინფორმაცია ყველა იმ ინციდენტის, გაუმართაობის, ტექნიკური დეფექტის ან მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, რომელმაც საწარმოს შეფასებით იქონია ან შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და საწარმოს საქმიანობაზე.

3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მწარმოებელ ან მიმწოდებელ კომპანიასთან ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავების პროცესი