1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში უნდა დანერგოს მოვლენათა შეტყობინების სისტემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
2. საწარმო ვალდებულია, სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების დაცვით, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი გაუმართაობის, მტყუნების, დეფექტის ან სხვა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს და სხ-ის ტიპის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას.
3. საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.
4. საწარმომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გასატარებელი ღონისძიებები მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილებისათვი