1. საწარმო ვალდებულია:

ა) აღრიცხოს და შეინახოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური დოკუმენტაცია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბ) აღრიცხოს და შეინახოს მის მიერ შესრულებული  სამუშაოების ჩანაწერები.

გ) შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია სამი წლის განმავლობაში თუ საჰაერო  ხომალდი მუდმივად გადაეცა სხვა პირს ან საწარმოს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეწყვეტს საქმიანობას, ბოლო სამი წლის განმავლობაში შენახული ყველა ჩანაწერი გადაეცემა შესაბამისი საჰაერო ხომალდის ბოლო მფლობელს ან დამკვეთს.

2. მართვის სისტემისა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების მიზნით საწარმო ვალდებულია:

ა) აღრიცხოს და შეინახოს მართვის სისტემის ძირითადი პროცესების დოკუმენტაცია;

ბ) კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ საწარმოებთან  გაფორმებული ხელშკრულებები;

გ) მართვის სისტემასთან და კონტრაქტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საწარმოში შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

3. საწარმოს პერსონალის ჩანაწერების  წარმოების მიზნით საწარმო ვალდებულია:

ა) აღრიცხოს და შეინახოს საავიაციო ტექნიკის  საფრენად ვარგისობის მართვაში, შესაბამისობის მონიტორინგში და უსაფრთხოების  სისტემაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) აღრიცხოს საჰაერო ხომალდის ვარგისობის  რეკომენდაციების გამცემი პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების და სწავლების  დამადასტურებელი მონაცემები და დოკუმენტაცია.

გ) პერსონალის დოკუმენტაცია შეინახოს პირის საწარმოში მუშაობის პერიოდში და მის მიერ საწარმოს დატოვების შემდეგ სამი წლის განმავლობაში.

4. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის უსაფრთხო  შენახვისა და ეფექტური მოძიების სისტემის შექმნა.

5. ჩანაწერების ფორმატი აღწერილი უნდა იქნეს საწარმოს სახელმძღვანელოში.

6. ჩანაწერები დაცული უნდა იქნეს დაზიანებისაგან, დაკარგვისა და მათში არაკანონიერი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისგა