1. საწარმომ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საფრენად ვარგისობის მართვის პროცედურების სახელმძღვანელო, ასევე მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და პროცედურები, რომელიც მოიცავს:
ა) საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილ დადასტურებას, რომ საწარმო განახორციელებს საფრენად ვარგისობის მართვას ამ წესის მოთხოვნების და საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს შესაბამისად. თუ ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი არ არის საწარმოს დირექტორი, აღნიშნული დადასტურება დამატებით დამოწმებული უნდა იყოს დირექტორის ხელმოწერით;
ბ) საწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
გ) საწარმოს სამუშაო მოცულობების დეტალური აღწერა;
დ) ადამიანური რესურსების მართვა და სამუშაოს დაგეგმვა;
ე) ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალის სახელები და თანამდებობები;
ვ) ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალის უფლებები და მოვალეობები;
ზ) საწარმოს სტრუქტურა, სადაც ასევე აღწერილი იქნება სტრეუქტურულ ერთეულობს შორის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის სქემა;
თ) სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების უფლებამოსილი პერსონალის ჩამონათვალი;
ი) საწარმოს შენობა- ნაგებობების აღწერა;
კ) უსაფრთხოების ანგარიშების წარდგენის შიდა სქემის აღწერა;
ლ) ამ წესის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები, კერძოდ:
ლ.ა) მართვის სისტემის ძირითადი პროცესების დოკუმენტირება (აღწერა);
ლ.ბ) კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის ზედამხედველობის (კონტროლის) პროცედურები;
ლ.გ) საფრენად ვარგისობის მართვის, საფრენად ვარგისობის შეფასების და რეკომენდაციების მომზადების პროცედურები;
ლ.დ) იმ ცვლილებების განხორციელების და სააგენტოსთვის შეტყობინების პროცედურები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას;
ლ.ე) სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანის პროცედურები;
მ) ტექნიკური მომსახურების პროგრამების ჩამონათვალი;
ნ) ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებების ჩამონათვალი.
2. პროცედურების სახელმძღვანელოს ითანხმებს სააგენტო. საჭიროებისამებრ ხდება მისი განახლება საწარმოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ასევე თანხმდება სააგენტოსთა