1. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება საფრენად ვარგისობის მართვაში;
ბ) გააჩნდეს სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობა ან/და უმაღლესი საავიაციო ტექნიკური განათლება;
გ) გავლილი ჰქონდეს საავიაციო ტექნიკური სწავლება;
დ) დასაქმებული იყოს საწარმოში, ახორციელებდეს თავის საქმიანობას დამოუკიდებლად და არ მონაწილეობდეს საწარმოს მართვის პროცესებში.
2. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასების დაშვებაზე უფლებამოსილ პერსონალს უნდა გააჩნდეს მასზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:
ა) ბოლო 2(ორი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესაბამის სხ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, ან;
ბ) ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შეფასებ