1. საწარმოს სტ-ის ოპერატიული/საბაზო ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის, უნდა გააჩნდეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების უფლებამოსილი, სააგენტოს მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“  შესაბამისად სერტიფიცირებული ან აღიარებული პერსონალი.

2. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაშვების პერსონალის სამუშაოზე დაშვებისათვის დარწმუნდეს, რომ აღნიშნულ პერსონალს გააჩნია შესაბამისი სხ/კომპონენტების ტექმომსახურების, ასევე მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცედურების სათანადო ცოდნა.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ  ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის
რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC66.A.20(b)(2).

3. სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერსონალი, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსასწორებლად, საწარმო უფლებამოსილია:

ა) გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა მის პერსონალზე, რომელსაც გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის, კონსტრუქციის და სისტემების მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე დაშვება ან უფლებამოსილება, ან

ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აეროპორტში არ არის ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო, გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა იმ პირზე, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მოთხოვნების მიხედვით გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე და სტ-ის ტექმომსახურების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-6 პუნტის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ, სააგენტოს შეტყობინება უნდა მოხდეს მისი გაცემიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. საწარმო, რომელიც გასცემს ერთჯერად ნებართვას, ვალდებულია ამ წესის მიხედვით სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწარმოში მოახდინოს აღნიშნული სამუშაოს შესრულების გადამოწმება პირველივე შესაძლებლობისთანავე.

5. საწარმო უფლებამოსილია პილოტის მოწმობის მქონე სხ-ის მეთაურს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური პრაქტიკული მომზადება, ტექმომსახურების კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად მისცეს უფლებამოსილება, საწარმოს ან მისი სადგურის ადგილმდებარეობიდან მოშორებით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში. აღნიშნული უფლებამოსილების გაცემის პროცედურა დეტალურად უნდა იქნას გაწერილი CAE-ს პროცედურების სახელმძღვანელოში.

6. სხ-ის მეთაურს შეიძლება აგრეთვე მიეცეს განმეორებადი ფრენის ვარგისობის დირექტივის შესრულების უფლება, თუ ეს ნებადართულია ამ დირექტივით.

7. საწარმო ვალდებულია, აწარმოოს ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე და დამხმარე პერსონალის მონაცემების და დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათ შორის:

ა) პერსონალის სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის მოწმობის მონაცემები;

ბ) მონაცემები მისი განათლების და სწავლებების შესახებ;

გ) დაშვებების მოცულობა;

დ) მონაცემები იმ პერსონალის შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს დაშვების შეზღუდული მოცულობის ან ერთჯერადი ავტორიზაციებ