1. საავიციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატზე  საწარმოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სხ-ზე მოთხოვნილი ტექმომსახურება შესრულებულ იქნა საწარმოს მიერ დამტკიცებული პროცედურების და სხ-ის მწარმოებლის დოკუმენტაციის შესაბამისად და საავიაციო ტექნიკას არ გააჩნია ფრენის  უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი შეუსაბამობა.

2. სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატს საწარმო გასცემს საჰაერო ხომალდის გაფრენამდე,  ტმ-ის დასრულების შემდეგ.

3. აღნიშნული ტექმომსახურების დროს აღმოჩენილი ახალი დეფექტების ან მოთხოვნილი ტექმომსახურების არასრული შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რათა მოხდეს შეთანხმება მოცემული დეფექტების გამოსწორების თაობაზე ან ტექმომსახურების სამუშაო დავალებაში დამატებითი ელემენტების შეტანაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უარს იტყვის აღნიშნული ტექმომსახურების შესრულებაზე, სტ-ის ექსპუატაციაში დაშვება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4. საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი კომპონენტის ტექმომსახურების დასრულების შემდეგ გაიცემა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (დანართი №1). თუ კომპონენტის ტექმომსახურება ხორციელდება საწარმოში სხ-ზე მიმდინარე ტექმომსახურების მოცულობაში, სავალდებულო არ არის დაშვების სერტიფიკატის გამოცემა, თუ საწარმოს სახელმძღვანელოში გაწერილია ექსპლუატაციაში დაშვების  პროცედურებში.

5. თუ საწარმო ვერ ასრულებს მოთხოვნილი  ტექმომსახურების დასრულებას, ის უფლებამოსილია, გასცეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, ამ საჰაერო ხომალდისათვის დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში. საწარმო ვალდებულია, არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში მის  გაცემამდე.

6. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდი არ იმყოფება ძირითადი ბაზირების ადგილზე ან საწარმოს ოპერატიული ტექმომსახურების სადგურზე და მასზე დეფექტის აღმოსაფხვრელად ხელმისაწვდომი არაა სათანადოდ სერტიფიცირებული კომპონენტი, დასაშვებია კომპონენტის დროებით დაყენება სათანადო სერტიფიკატის გარეშე მაქსიმუმ 30 ფრენა-საათის განმავლობაში, ან სხ-ს ბაზირების ადგილას დაბრუნებამდე,  იმის და მიხედვით,  თუ რომელი პირობა დადგება უფრო ადრე. მოცემული კომპონენტების დემონტაჟი უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული დროის ამოწურვამდე მიღებული არ იქნა  შესაბამისად ექსპლუატაციაში დაშვების სათანადო სერტიფიკატი.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ  ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის  რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.070(a