1. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა უზრუნველყოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად;

2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:

ა)  ტექნიკური მომსახურების პროგრამის შემუშავება და განახორციელოს მისი შესრულების კონტროლი, ასევე:

ა.ა) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა შემდეგი საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას:

ა.ა.ა) თვითმფრინავები მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავები;

ა.ა.ბ)  ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან  4 ან  ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;

ა.ა.გ) ELA-2  საჰაერო ხომალდები.

ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტიგან განსხვავებული საჰაერო ხომალდებისთვის, ტექნიკური მომსახურების პროგრამაში შეიტანოს  შესაბამისი ცვლილებები დამტკიცებული პროცედურების მიხედვით ან სააგენტოსთან შეთანხმებით;

ბ) საჰაერო  ხომალდის მესაკუთრისათვის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ასლის მიწოდება;

გ) საჰაერო ხომალდის მოდიფიკაციის და რემონტის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მონაცემებით;

დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება და ექსპლუატაციაში დაშვება  კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე მოქმედი ყველა სავალდებულო საფრენად ვარგისობის დირექტივის (AD) და საექსპლუატაციო ინსტრუქციის შესრულება;

ვ) ტექნიკური მომსახურების დროს აღმოჩენილი ან მანამდე შეტყობინებული დეფექტის აღმოფხვრა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/ აღიარებული საწარმოს ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ;

ზ) საჰაერო ხომალდისთვის, საჭიროებისას, შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ჩატარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული საწარმოს მიერ;

თ) გეგმური ტექნიკური მომსახურების, საფრენად ვარგისობის დირექტივების (AD) შესრულების, რესურსით შეზღუდული ნაწილების გამოცვლის და კომპონენტების ინსპექტირების დროს კოორდინაცია, ტექნიკური მომსახურების სამუშაოების სათანადოდ შესრულების მიზნით;

ი) საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ყველა ჩანაწერის და ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური ჟურნალის მართვა და დაარქივება;

კ) საჰაერო ხომალდის მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემებში მიმდინარე მდომარეობის ასახვ