1. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლის სამუშაო გამოცდილება პლანერების და აეროსტატების საფრენად ვარგისობის მართვაში და 3 (სამი) წლის გამოცდილება სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისთვის;

ბ) გააჩნდეს სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობა ან/და უმაღლესი  საავიაციო ტექნიკური განათლება ან ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) წლის სამუშაო გამოცდილება პლანერების და აეროსტატების საფრენად ვარგისობის მართვაში და 4 (ოთხი) წლის გამოცდილება სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისთვის;

გ) გავლილი ჰქონდეს შესაბამისი საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სწავლება.

2. საწარმო უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერსონალის ავტორიაზაცია.

3. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილ პერსონალს უნდა გააჩნდეს მასზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:

ა) ბოლო 2(ორი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს  შესაბამის სხ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების   არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, ან;

ბ) ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შეფასება.

4. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი თითოეული პირი ასახული უნდა იყოს CAE-ს საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასების ავტორიზებულ პირთა ჩამონათვალში.

5. საწარმო ვალდებულია აწარმოოს საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი  პერსონალის მონაცემების და დოკუმენტაციის აღრიცხვა, რომელიც მოიცავს: მონაცემებს შესაბამისი კვალიფიკაციის, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების გამოცდილების და  სწავლებების შესახებ, ასევე ავტორიზაციის ასლს. პერსონალის მიერ საწარმოს დატოვების ან ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, საწარმომ ავტორიზაციის დოკუმენტაცია უნდა შეინახოს მინიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში. პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია გადასცეს აღნიშნული დოკუმენტაციის ასლებ