1. საწარმომ სააგენტოში შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო“ (CAE), რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილ დადასტურებას, რომ საწარმო განახორციელებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებას ამ წესის მოთხოვნების და „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად;
ბ) „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს“ სამუშაო მოცულობების დეტალური აღწერა;
გ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის სახელები და თანამდებობები;
დ) საწარმოს სტრუქტურა, სადაც აღწერილი იქნება მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის სქემა;
ე) სერტიფიცირებული პერსონალის ჩამონათვალი შესაბამისი უფლებამოსილებით, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ვ) პერსონალის ჩამონათვალი, შესაბამისი უფლებამოსილებით, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამების (AMP) შემუშავებაზე, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ზ) საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე შესაბამისი უფლებამოსილი პერსონალის ჩამონათვალი, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
თ) სხ-ის ფრენის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პერსონალის ჩამონათვალი შესაბამისი უფლებამოსილებით, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ი) საწარმოს შენობა- ნაგებობების ზოგადი აღწერა და მდებარეობა;
კ) ამ წესის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები;
ლ) სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანის პროცედურები.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.025.
2. პროცედურების სახელმძღვანელოს ითანხმებს სააგენტო, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა განახლდეს საწარმოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ასევე თანხმდება სააგენტოსთან