1. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესი (შემდგომში – „წესი“) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) დანართის და ევროკავშირის 2014  წლის 26 ნოემბრის  რეგულაციის (EU) №1321/2014 მოთხოვნების საფუძველზე.

2. წესის მოქმედება ვრცელდება საფრენად ვარგისობის კომბინირებულ საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ისეთი საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასა და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებას, რომელიც არ წარმოადგენს კომპლექსურ საჰაერო ხომალდს და რომლითაც არ ხორციელდება  კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.

3. წესის მიზანია  საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული/აღიარებული საფრენად ვარგისობის კომბინირებული, ან საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის  საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი), ან არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ, არ აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ისეთი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის, მისი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომლითაც არ ხორციელდება კომერციულ საჰაერო გადაყვანა გადაზიდვა.

5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას,  გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

7. საწარმოს სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ)  ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასთან და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება ასევე ნებადართული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების სახეობები.

10. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან, ასევე საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება  სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3