1. საწარმო ვალდებულია:
ა) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, აღრიცხოს და შეინახოს შესრულებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც გაიცა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, აგრეთვე, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების და ექსპლუატაციაში დაშვების დოკუმენტები; საჰაერო ხომალდის მესაკუთრეს მიაწოდოს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის ასლი ნებისმიერი მოდიფიკაცის და რემონტის შესრულებისთვის გამოყენებული ტექნიკური მონაცემების ასლთან ერთად;
ბ) აღრიცხოს და შეინახოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვის დოკუმენტაცია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საწარმომ უნდა შეინახოს მის მიერ შესრულებული ტექმომსახურების ჩანაწერის და მასთან დაკავშირებული ტექმომსახურების მონაცემების ასლები საჰაერო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის კომპონენტის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის გაცემიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში;
3. საწარმომ უნდა შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების ასლები საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში;
4. ჩანაწერები დაცული უნდა იქნეს დაზიანებისაგან, დაკარგვისა და მათში არაკანონიერი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისგან.
5. კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ტექნიკური ჩანაწერების სარეზერვო ასლისთვის, უნდა ინახებოდეს ამ მონაცემების შემცველი მოწყობილობის ადგილისგან განსხვავებულ ადგილას და ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს მათ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
6. საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვის სხვა პირისთვის ან საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, ასევე უნდა მოხდეს ყველა ჩანაწერის გადაცემა. გადაცემის მომენტიდან აღნიშნულ საწარმოზე ან პირზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
7. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეწყვეტს საქმიანობას, ყველა ჩანაწერი გადაეცემა შესაბამისი საჰაერო ხომალდის/კომპონენტის ბოლო მფლობელს ან დამკვეთს, ან მოხდება მათი შენახვა სააგენტოს მოთხოვნების (მითითების) შესაბამისა