1. ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საწარმომ უნდა ჩამოაყალიბოს ხარისხის მართვის სისტემა და დანიშნოს ხარისხის მენეჯერი.

2.ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად საწარმოს საქმიანობის განხორციელების ზედამხედველობა, კერძოდ:

ა) საწარმოს საქმიანობა ხორციელდება დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად;

ბ) კონტრაქტით განსაზღვრული ყველა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების შესაბამისად;

გ) საწარმო აგრძელებს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას.

3. ხარისხის სისტემის ზედამხედველობის ჩანაწერები ინახება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

4. ამ წესით სერტიფიცირებული საწარმოს ხარისხის სისტემა, რომელიც ასევე სერტიფიცირებულია ამ წესისგან განსხვავებული მოთხოვნებით, ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა წესის მოთხოვნებსაც.

5. საწარმო ჩაითვლება  მცირე საწარმოდ, შემდეგი ერთ-ერთი პირობის არსებობისას:

ა) მოქმედების სფერო მოიცავს მხოლოდ შემდეგ საჰაერო ხომალდებს;

ა.ა) თვითმფრინავები მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავებისა;

ა.ბ)  ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან  4 ან  ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;

ა.გ) ELA-2  საჰაერო ხომალდები;

ბ) ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა  არ აღემატება 10 მუშაკს;

გ) ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვაში ჩართული, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა  არ აღემატება 5 მუშაკს.

6. მცირე საწარმოს შემთხვევაში ხარისხის სისტემა შეიძლება ჩანაცვლდეს საწარმოს რეგულარული შემოწმებებით, CAE-ში გაწერილი და სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად. ამ შემთხვევაში,  საწარმო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საფრენად ვარგისობის მართვის სამუშაოები ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ  ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის  რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.100(a), AMC1 CAO.A.100(b), GM1 CAO.A.100(e), AMC1 CAO.A.100(f) და Appendix II to AMC1 CAO.A.100(f