1. საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისათვის რომელზეც გააჩნია საფრენად ვარგისობის მართვის უფლება, უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები ამ მუხლში მოცემული სამუშაოების შესასრულებლად.
2. საფრენად ვარგისობის მონაცემები საწარმოსთვის მიწოდებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი.
4. სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას დამკვეთმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი და განახლებული მონაცემებ