1. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა უზრუნველყოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად;

2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში შესაბამისი საიმედოობის პროგრამის ინტეგრირება და მისი შესრულების კონტროლი;

ბ) საჰაერო  ხომალდის მესაკუთრისათვის ან ექსპლუატანტისათვის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ასლის მიწოდება, თუ ეს საჰაერო ხომალდი არ ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას;

გ) საჰაერო ხომალდის მოდიფიკაცის და რემონტის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მონაცემებით;

დ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდისა ან საჰაერო ხომალდისათვის, რომელიც ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას, შეიმუშავოს პროცედურა, რომლითაც შეფასებული იქნება არასავალდებულო მოდიფიკაციების და/ან შემოწმებების მიზანშეწონილობა და მათი შესრულება, უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესის გათვალისწინებით.

ე) საჰაერო ხომალდის, ძრავების, საჰაერო ხრახნების და კომპონენტების  ტექნიკური მომსახურების ჩატარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ.

ვ) საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებისათვის მოამზადოს ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შეკვეთა, მათი შესრულების ზედამხედველობა   და შესაბამისი გადაწყვეტილების კოორდინაცია, რათა  ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება და ექსპლუატაციაში დაშვება განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად;

3. თუ საწარმოს არ გააჩნია თავისი სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო ვალდებულია, ექსპლუატანტთან ან მესაკუთრესთან შეთანხმებით, გააფორმოს ხელშეკრულება, სხვა სერტიფიცირებულ ან  აღიარებულ ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას, ამ ძრავების ტიპები;

ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით;

გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება;

დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება;

ე) ტექნიკური მომსახურების საწარმოზე საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს მიერ  შესაბამისობის მონიტორინგის ზედამხედველობა;

ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;

ზ) საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება;

ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება;

კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა;

ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება;

მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;

ნ) საფრენად ვარგისობის მართვის და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა.

4. ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან ხელშეკრულება უნდა  მომზადდეს  და სააგენტოში წარმოდგენილ იქნეს დანართი 1-ის შესაბამისად.

5. ერთჯერადი სამუშაოს შეკვეთის გაფორმება  დასაშვებია ხელშეკრულების გარეშე შემდეგ შემთხვევებში:

ა) საჰაერო ხომალდის არაგეგმიური ოპერატიული ტექმომსახურებისას;

ბ) კომპონენტების ტექნიკური მომსახურებისას, მათ შორის, ძრავის და საჰაერო ხრახნის ტექნიკური მომსახურებისას;

6. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადამიანური ფაქტორების და ადამიანური შესაძლებლობების გათვალისწინება საფრენად ვარგისობის მართვის საქმიანობაში, მათ შორის, საქმიანობის კონტრაქტით ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაშ