1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერთიფიკაციო მოთხოვნების, საწარმოს მიერ დაკმაყოფილების და/ან ხარვეზის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს.
2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება.
3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაშ