1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია, ან შეეძლო გამოეწვია ისეთი საავიაციო მოვლენა, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისთვის;

ბ) საწარმომ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში  ნაკლოვანებების აღმოფხვრა;

გ) სააგენტო უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე 24 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს იმ საწარმოს  ზედამხედველობას.

2. სერტიფიკატის   შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სერტიფიკატის მფლობელს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვით.

4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან,  სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის  შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს და სადგურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობებისა და/ან დასაშვებ სამუშაოთა სრულად განხორციელებას.

7. სერტიფიკატის გაუქმების, მისი  შეჩერების, ან სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირებს.

8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია  3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართ