1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს გააჩნია EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) და აღიარებულია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა /მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი (დანართი№ 2);
ბ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელთან საფრენად ვარგისობის მართვაზე დადებული ხელშეკრულება ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
გ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატი და მისი დანართი;
დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;
ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ექსპლუატანტის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.
3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა, და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (აღიარება ან აღიარებაზე უარის თქმა) ხორციელდება ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად.
5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნისას სააგენტო გასცემს „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5).
7. „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის ვადით.
8. საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს აღიარებისას, ექსპლუატანტის/მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი საფრენად ვარგისობის ამოცანები, საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ასევე, ძრავების და კომპონენტების ტიპები საჭიროებისამებრ;
ბ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მისი ცვლილებები;
გ) ტექნიკური მომსახურების ეფექტურობის შეფასება და საიმედობა;
დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში განსაზღვრული ინტერვალების ნებადართული გადავადება;
ე) გეგმიური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამისობის უზრუნველყოფა და რისკების შეფასება;
ზ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;
თ) ტექნიკური მომსახურების მონაცემები;
ი) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
კ) რესურსშეზღუდული აგრეგატების ვადების კონტროლი და მათი გამოცვლის დაგეგმარება;
ლ) ძრავების მდგომარეობის მონიტორინგი;
მ) დეფექტების კონტროლი;
ნ) სავალდებულო შეტყობინებები:
ო) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;
9. უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისა