1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება და საფრენად ვარგისობის მართვა ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს გააჩნია EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) და აღიარებულია სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი (დანართი№ 2);

ბ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე ან საფრენად ვარგისობის მართვაზე დადებული ხელშეკრულება  ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატი და მისი დანართი;

დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;

ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ჩატარებული წინასწარი  აუდიტის შედეგები.

3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის 21-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის  გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გასცემს „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5).

7. „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.

8. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარებისას, მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შემთხვევაში:

ა.ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას ამ ძრავების ტიპები;

ა.ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით;

ა.გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება;

ა.დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება;

ა.ე) საწარმოზე ექსპლუატანტის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის ზედამხედველობა;

ა.ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;

ა.ზ) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ა.თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება;

ა.ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება;

ა.კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა;

ა.ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება;

ა.მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;

ა.ნ) ექსპლუატანტსა და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა.

ბ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის სამუშაოების შემთხვევაში:

ბ.ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი საფრენად ვარგისობის ამოცანები, საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ასევე  ძრავების და კომპონენტების  ტიპები საჭიროებისამებრ;

ბ.ბ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მისი ცვლიელებები;

ბ.გ) ტექნიკური მომსახურების ეფექტურობის შეფასება და საიმედობა;

ბ.დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში განსაზღვრული ინტერვალების ნებადართული გადავადება;

ბ.ე) გეგმიური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.ვ) შესაბამისობის უზრუნველყოფა და რისკების შეფასება;

ბ.ზ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;

ბ.თ) ტექნიკური მომსახურების მონაცემები;

ბ.ი) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ.კ) რესურსშეზღუდული აგრეგატების ვადების  კონტროლი და მათი გამოცვლის დაგეგმარება;

ბ.ლ) ძრავების მდგომარეობის მონიტორინგი;

ბ.მ) დეფექტების კონტროლი;

ბ.ნ) სავალდებულო  შეტყობინებები:

ბ.ო) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;

9.  უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისა