1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს სერტიფიკატი  (შემდგომში - უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს მიერ უცხო სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა /მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი (დანართი№ 1);

ბ) უცხო სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე დადებული ხელშეკრულება  ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) უცხო სერტიფიკატი და მისი დანართი;

დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;

ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ექსპლუატანტის მიერ  ჩატარებული წინასწარი  აუდიტის შედეგები.

3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო;

4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს  საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის  გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. EASA-ს  ან EASA-ს  წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს სააგენტო  აღიარებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე, სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნისას სააგენტო გასცემს „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5).

9. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.

10. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარებისას, ექსპლუატანტის/მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას ამ ძრავების ტიპები;

ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით;

გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება;

დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება;

ე) საწარმოზე ექსპლუატანტის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის ზედამხედველობა;

ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;

ზ) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება;

ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება;

კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა;

ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება;

მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;

ნ) ექსპლუატანტსა და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა.

11.  უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისა