1. სერტიფიკატის/აღიარების მოწმობის მფლობელის მიერ ტმ-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას ახორციელებს სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

2. სერტიფიკატის მფლობელის ტმ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა ითვალისწინებს სერტიფიკატით და/ან მისი დანართით  გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას. შემოწმების სახეს (გეგმური, არაგეგმური) და პერიოდულობას ადგენს სააგენტო. ამ პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას საქართველოს ტერიტორიის გარეთ, განმცხადებელი, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები.

3. სააგენტოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელის ზედამხედველობა  ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან უცხო სერტიფიკატის გამცემი ორგანოდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშების საფუძველზ