1. საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისათვის, რომელზეც გააჩნია საფრენად ვარგისობის მართვის უფლება, უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები.
2. საფრენად ვარგისობის მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის მიერ შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი.
4. სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას დამკვეთმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი, განახლებული მონაცემები.