1. საწარმოში ინიშნება ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საქმიანობის საჭირო ფინანსური მართვა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) განსაზღვროს და შეაფასოს საწარმოში არსებული რესურსები, რათა საწარმომ შეასრულოს საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა ამ წესის შესაბამისად;
გ) ჩამოაყალიბოს და წარმართოს უსაფრთხოების პოლიტიკა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
დ) დანიშნოს საწარმოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს საქმიანობის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან;
ე) დანიშნოს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მართვის სისტემით მოთხოვნილი შესაბამისობის მონიტორინგი;
ვ) დანიშნოს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მართვის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას;
ზ) იცნობდეს ამ წესის მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, შესაბამისობის მინიტორინგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გააცნონ პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირს.
3. კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ექსპლუატანტის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი:
ა) იმავდროულად უნდა იყოს აღნიშნული ექსპლუატანტის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი,ბ) ვალდებულია საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელ პირად არ დანიშნოს პირი, თუ ის დასაქმებულია კონტრაქტორი ტექნიკური მომსახურების საწარმოში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი რისკების შეფასების და შემცირების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია სააგენტოსთან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:
ა) საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) დეტალურად უნდა იცოდნენ:
ბ.ა) საექსპლუატაციო მოთხოვნების და პროცედურების შესაბამისი ნაწილი;
ბ.ბ) ექსპლუატანტის საექსპლუატაციო სპეციფიკაციები;
ბ.გ) ექსპლუატანტის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისი ნაწილის შინაარსი.
გ) ადამიანური ფაქტორის პრინციპების ცოდნა;
დ) უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;
ე) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე;
ვ) ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების მიღების შემდეგ;
შენიშვნა: ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ კანდიდატს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნაზე დამატებით გააჩნია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ან საფრენად ვარგისობის მართვის ან აღნიშნული მიმართულებების ზედამხედველობის სფეროში.
ზ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს საფუძვლიანი ცოდნა;
თ) საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სხ-ის მწარმოებელთან;
ი) საწარმოში დამკვიდრებული ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელების მეთოდების ცოდნა;
კ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საავიაციო კანონმდებლობის ცოდნა.
5. ეს პირ(ებ)ი, ანგარიშვალდებულნი არიან საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის წინაშე.
6. საწარმომ უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის დაგეგმვა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური რესურსი, რათა საწარმოს მიერ მოხდეს სერტიფიკატით გათვალისწინული საქმიანობის განხორციელება.
7. საწარმოს, საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებისათვის უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი, რომელიც ავტორიზირებული უნდა იყოს მე-15 მუხლის შესაბამისად.
8. საწარმო ვალდებულია, დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები იმ პერსონალისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სამუშაოებს, უსაფრთხოების მართვას და შესაბამისობის მონიტორიგის მიზნით აუდიტის ჩატარებას და უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის შენარჩუნება. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო გამოცდილების გარდა, ასევე უნდა იცნობდეს უსაფრთხოების მართვის პრინციპებს, ადამიანურ ფაქტორების და ადამიანურ შესაძლებლობებ