1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ანგარიშების შიდა წარდგენის სქემა, რაც ითვალისწინებს ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნით წარმოდგენილი მოვლენათა შეტყობინების ანგარიშების შეგროვებას და შეფასებას.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების გარდა საწარმომ უნდა უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი შეცდომების, გადაცდომების და საფრთხეების შესახებ ანგარიშების წარმოება და შეფასება.
3. საწარმომ უნდა:
ა) დაადგინოს ანგარიშებში წარმოდგენილი შეცდომების, გადაცდომის და საფრთხეების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები და განიხილოს ისინი, როგორც უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესის ნაწილი;
ბ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროებისამებრ მისი გავრცელება.
4. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ქვეკონტრაქტით გადაცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოება.
5. საწარმომ უნდა ითანამშრომლოს სხვა საწარმოსთან, რომელიც იკვლევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დონის ამაღლება