1. საწარმოში დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:
ა) საწარმოს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები;
ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება;
გ) პასუხისმგებელ და დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს შორის ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება;
დ) იმ პროცედურის ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე.
3. საწარმო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ.
4. ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას ეცნობება სააგენტოს ცვლილების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაშ