1. საწარმომ უნდა დანერგოს მართვის სისტემა, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) პერსონალის პასუხისმგებლობების და ანგარიშვალდებულებების აღწერა მთელი საწარმოს მასშტაბით, მათ შორის, ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ვალდებულება უსაფრთხოებაზე;

ბ) საწარმოს ხედვა და პრინციპები უსაფრთხოების პოლიტიკისა და  მიზნების მიმართ;

გ) საწარმოს საქმიანობის შედეგად გამოწვეული საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის, რისკების შემცირებისა და მათი ეფექტურობის გადამოწმების მიზნით;

დ) ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება;

ე) დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც  აღწერს მართვის სისტემის ძირითად პროცესებს, მათ შორის, პერსონალისთვის  მათი ვალდებულებების და ამ დოკუმენტაციის განახლების პროცედურების გაცნობის პროცესს;

ვ)  დადგენილ მოთხოვნებთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი, მათ შორის, პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირისათვის შემოწმების შედეგების მიწოდების სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება.

2.  საწარმოს მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას, საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით.

3. თუ ავიასაწარმო, გარდა საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მომსახურებისა ახორციელებს სხვა საავიაციო საქმიანობას  საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია გააჩნდეს ერთიანი ინტეგრირებული მართვის  სისტემა.

4. თუ საწარმო ახორციელებს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვას, მისი მართვის სისტემა ინტეგრირებული უნდა იქნეს შესაბამისი ექსპლუატანტის მართვის სისტემაშ