ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;

ბ)  კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან  მოწყობილობა;

გ)  საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის   და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

დ) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;

ე)  ავტორიზაცია – საწარმოს მიერ საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებისათვის უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, მოამზადოს სააგენტოში წარსადგენი  საფრენად ვარგისობის რეკომენდაციები და აღნიშნული დაადასტუროს  ხელმოწერით;

ვ)  ტექნიკური მომსახურება – სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;

ზ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად;

თ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად;

ი)  ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:

ი.ა) თვითმფრინავი:

ი.ა.ა)   5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან

ი.ა.ბ)  19  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან

ი.ა.გ)  სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან

ი.ა.დ)  აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით; ან

ი.ბ) ვერტმფრენი:

ი.ბ.ა)   3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან

ი.ბ.ბ)  9  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან

ი.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით ან

ი.გ) საჰაერო ხომალდები დახრადი ხრახნით;

კ) სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

ლ) გაფრენისწინა შემოწმება – საჰაერო ხომალდის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის მზადყოფნას შესასრულებელი ფრენისათვის;

მ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:

მ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;

მ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

მ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი), რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ3-ს  გაზის აეროსტატისათვის და 300 მ3-ს  დაბმული გაზის აეროსტატისათვის;

მ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და  1050 მ3-ს გაზის დირიჟაბლისთვის;

ნ) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:

ნ.ა)  თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;

ნ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

ნ.გ) საჰაერო ბურთი (აეროსტატი);

ნ.დ) სითბური დირიჟაბლი;

ნ.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით:

ნ.ე.ა)    3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა;

ნ.ე.ბ)   არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის  გარდა);

ნ.ე.გ)   სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი;

ნ.ე.დ)  მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე;

ნ.ვ) ულტრამსუბუქი ვერტმფრენი:

ნ.ვ.ა)    600 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

ნ.ვ.ბ) აქვს მარტივი კონსტრუქცია და აღჭურვილია ერთი მთავარი და ერთი უკანა რედუქტორით, ფიქსირებული შასებით, თხილამურებით ან ნავით;

ნ.ვ.გ)   აქვს  მაქსიმუმ ორი ადგილი;

ნ.ვ.დ)  აღჭურვილია  ნაპერწკლური ან კომპრესიული აალების სისტემის ერთი ძრავით, გარდა აირტურბინული  ან რაკეტული ძრავისა;

ნ.ვ.ე)   სერტიფიცირებული მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების მოთხოვნებით.

ო) საქმიანობის ძირითადი ადგილი – საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვა;

პ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე;

ჟ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;

რ) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ს) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში);

ტ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

უ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე;

ფ) შვეულმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;

ქ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას,  მათ შორის:

ქ.ა) გაუმართაობის  დიაგნოსტიკა;

ქ.ბ) გაუმართაობის  აღმოფხვრა;

ქ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას ასევე იგულისხმება ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა);

ქ.დ) გეგმური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, მაგრამ არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის, სხ-ის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან.).

ქ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით;

ქ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას, შესაბამისობის მონიტორინგზე პასუხიმგებელი პირის მიერ შესწავლილი რისკების და საწარმოში არსებული ამ სამუშაოს შესრულების პირობების შეფასების საფუძველზე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ;

ღ) საბაზო ტექმომსახურება –  ნებისმიერ ტექმომსახურების სამუშაო, გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურების