1. საწარმოს მიერ საჰაერო ხომალდის  საფრენად ვარგისობის შენარჩუნების  საქმიანობის კონტრაქტით  ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში:

ა) აღნიშნული საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ამ მუხლში მითითებული კონტრაქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილება როგორც საწარმოს მართვის სისტემის ნაწილი.

2. ქვეკონტრაქტორი საწარმო უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ან აღიარებულ საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატს, შესაბამისი სამუშაო მოცულობებით. საწარმომ უნდა უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ქვეკონტრაქტორ საწარმოში დაშვება, რათა დადგინდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

თავი IIსასერტიფიკაციო მოთხოვნე