1. შშო უფლებამოსილია საქმიანობისას გამოიყენოს ქვეკონტრაქტორი ამ მუხლით დადგენილი პირობებით.

2. შშო ვალდებულია დაადგინოს და აკრედიტაციის ცენტრს წარუდგინოს ჩანაწერები და პროცედურები შესაბამისობის შეფასების საქმიანობაში ქვეკონტრაქტორის გამოყენების თაობაზე, მათ შორის, აკრედიტებული ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში – აკრედიტაციის სტატუსისა და აკრედიტაციის მოწმობის ვადის შესახებ.

3. შშო-მ ნათლად უნდა მიუთითოს მის მიერ გაცემულ დოკუმენტებში, ანგარიშებში, სერტიფიკატებში და გამოცდის ოქმებში იმ გაზომვების, ინსპექტირების ან სერტიფიცირების თაობაზე, რომლებიც განახორციელა ქვეკონტრაქტორმა ქვეკონტრაქტის ფარგლებში. შშო თავად არის პასუხისმგებელი ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ გამოცდის შედეგებზე, გაზომვებზე, ინსპექტირებასა და სერტიფიცირებაზე, რომელიც განახორციელა ქვეკონტრაქტორმა.

4. შშო-ს მიერ არააკრედიტებული ქვეკონტრაქტორის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. არააკრედიტებული ქვეკონტრაქტორის გამოყენებამდე, შშო-მ უნდა შეამოწმოს და შეაფასოს ქვეკონტრაქტორის კომპეტენცია იმ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რომლის მიხედვითაც თავად აქვს მიღებული აკრედიტაცია. ქვეკონტრაქტორის შეფასების შედეგები უნდა იყოს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში, მიწოდებული მომხმარებლისთვის და აკრედიტაციის ცენტრისთვის. აკრედიტაციის ცენტრს შეუძლია შეფასების პროგრამაში დაამატოს ქვეკონტრაქტორის საქმიანობაზე დაკვირვება, ან საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი შშო-სთან ერთად  ადგილზე შეაფასებს ქვკონტრაქტორს და მის საქმიანობა