1. აკრედიტაციის გაუქმება და აკრედიტაციის შემცირება შესაძლოა განხორციელდეს აკრედიტებული შშო-ს წერილობითი მომართვის საფუძველზე.

2. აკრედიტაციის გაუქმების და აკრედიტაციის შემცირების თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, კეთდება შესაბამისი ცვლილება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და ეცნობება მეორე მხარეს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაეცემა პირადად.

3. შშო-მ, რომელსაც გაუუქმდა აკრედიტაცია ან შეუმცირდა აკრედიტაციის სფერო, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე და არ გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო არააკრედიტებულ სფეროში საქმიანობისა