1. შშო-ს აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს არაგეგმური შეფასება შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესაბამის სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებში ან საერთაშორისო ან/და ევროპულ სტანდარტებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;
ბ) თუ არსებობს წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული შშო-ს წერილობითი მომართვა შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენის მიზნით;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მომართვის, საჩივრის ან/და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შშო-ს საქმიანობის მიმართ;
დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ანალიზის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შშო-ს შესაძლო სისტემური ხასიათის დარღვევების ან კონკრეტული გამოვლენილი ფაქტის არსებობის თაობაზე.
2. არაგეგმური შეფასების დროს შეფასებას ექვემდებარება ის ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი.
3. არაგეგმური შეფასების განხორცილების პროცედურები გეგმური შეფასების იდენტურია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული შემთხვევებისა, რა დროსაც აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტში მოცემულ შემთხვევებში, გენერალური დირექტორის დავალებით აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირი ახორციელებს შესაბამის მომართვასთან, საჩივართან, ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალების ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ანალიზის საფუძველზე შესაბამისი საკითხის შესწავლას, რისთვისაც აკრედიტებული შშო-სგან შესაძლოა გამოთხოვილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია. თუ შესწავლის შედეგად გამოვლინდა შშო-ს მიერ აკრედიტაციის სფეროსთან შესაძლო არსებითი ხასიათის შეუსაბამობები, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების თაობაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს აკრედიტებულ შშო-ს.
5. არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმური შეფასების სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აკრედიტებულ შშო-ს. აკრედიტებული შშო-ს მიერ არაგეგმური შეფასების ჩატარებაზე უარი იწვევს აკრედიტაციის შეჩერებას, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, აკრედიტებული სტატუსით საქმიანობის განახლება შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც შშო-მ წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს შეჩერებიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში და გადაიხადოს შესაბამის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ შშო-ს გაუუქმდება აკრედიტაცია.
6. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით, ადგილზე ვიზიტის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ შშო-ს.
7. თუ აკრედიტებული შშო აკრედიტაციის ცენტრს არ შეუქმნის სათანადო პირობებს არაგეგმური შეფასების სრულყოფილად ჩატარებისთვის, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, აკრედიტებულ პირს შეუჩეროს აკრედიტაცია.
8. არაგეგმური შეფასების შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელს, შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები შეაქვს აკრედიტაციის ციკლის პროგრამაში.
9. არაგეგმური შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამის ანგარიშში, რომელიც მიეწოდება აკრედიტებულ შშო-ს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან გადაეცემა პირადად.
10. არაგეგმური შეფასების ანგარიში განსახილველად გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების ან აკრედიტაციის შემცირების თაობაზ