1. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური გეგმის შესრულების პროცესში გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს არასრულწლოვანის მდგომარეობაზე ან საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
2. არაგეგმური მონიტორინგის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრულწლოვანის მდგომარეობის არსებითი ცვლილება;
ბ) ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობა ან შეფერხება;
გ) ახალი რისკის ან დამატებითი საჭიროების გამოვლენა;
დ) პროცესში ჩართული პირის/დაწესებულების მიმართვა;
ე) შემთხვევის მმართველის ან ცენტრის ინიციატივა.
3. არაგეგმური მონიტორინგის შედეგებს შემთხვევის მმართველი ასახავს არაგეგმური მონიტორინგის ანგარიშში (დანართი №11