1. ფსიქოლოგიური მომსახურება მოიცავს: არასრულწლოვანის კონსულტირებას, ფსიქოლოგის შეფასებას, ფსიქოლოგიური ანგარიშის შედგენას, ფსიქოლოგიურ მომსახურებასა და მონიტორინგს.
2. არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური მომსახურება მიეწოდება:
ა) შეფასების პროცესში გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში;
ბ) ფსიქოლოგის მომსახურების მყისიერად მიწოდების საჭიროების შემთხვევაში;
გ) არასრულწლოვანის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით;
დ) მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით.
3. ფსიქოლოგის შეფასება ხორციელდება ამ წესით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით.
4. ფსიქოლოგის შეფასება უნდა მოიცავდეს არასრულწლოვანის ემოციური მდგომარეობის, ქცევითი თავისებურებების, ტრავმული გამოცდილებებისა და საჭიროებების ანალიზს.
5. ფსიქოლოგის შეფასების შედეგებს ფსიქოლოგი უზიარებს შემთხვევის მმართველს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და ინდივიდუალური გეგმის შესამუშავებლად.
6. ფსიქოლოგის შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვანის თანხმობითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ფსიქოლოგი ახორციელებს ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ მუშაობას.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქოლოგი არასრულწლოვანს შეაფასებს და მის შედეგებს ასახავს ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერში (დანართი №4). შეფასების შემდეგ ფსიქოლოგი ადგენს მოკლევადიანი ინტერვენციის გეგმას, რომელსაც განიხილავს შემთხვევის მმართველთან. კონსულტაციის ჩანაწერის ფორმას ფსიქოლოგი ავსებს საჭიროების გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
8. გამონაკლის შემთხვევაში, არასრულწლოვანის თანხმობითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შეფასების ან/და სხვა სერვისის/პროგრამის მიმდინარეობისას შეხვედრებს შესაძლოა დაესწროს ფსიქოლოგის პროფესიული ზედამხედველი, რაც ფსიქოლოგის პროფესიული ზრდისა და სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს ემსახურება.
9. ფსიქოლოგი ვალდებულია:
ა) პერიოდულად შეაფასოს ინდივიდუალური გეგმის შესრულების პროგრესი;
ბ) შემთხვევის მმართველსა და მულტიდისციპლინურ ჯგუფს გაუზიაროს ინფორმაცია მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ;
გ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური გეგმის მომზადებასა და მის ცვლილებაში;
დ) ხელი შეუწყოს არასრულწლოვანის შესაბამის სპეციალიზებულ სერვისში გადამისამართებას, თუ გამოვლენილი საჭიროებები სცილდება ფსიქოლოგის კომპეტენციას.
10. საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვანის სუიციდის რისკს, ავსებს შესაბამის ფორმას (დანართი №5) და შედეგების გათვალისწინებით არასრულწლოვანს გადაამისამართებს შესაბამისი მომსახურების მისაღებად.
11. ფსიქოლოგი მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს ფსიქოლოგიურ ანგარიშს (დანართი №6