1. შეფასების ეტაპზე, თუ მასში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება გამოიკვეთება, შემთხვევის მმართველი შეფასებაში, არაუგვიანეს შეფასების დასრულების დღისა, ჩართავს ფსიქოლოგს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, შეფასების დასრულებიდან არაუგვიანეს მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომის გამართვამდე, შემთხვევის მმართველმა და ფსიქოლოგმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ შეფასების შედეგებზე, დაასრულონ შეფასების ფორმაზე მუშაობა და შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვანის საჭიროებების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და ინდივიდუალური გეგმის პროექტი.

3. ინდივიდუალრი გეგმის პროექტის შემუშავების ეტაპზე შემთხვევის მმართველსა და ფსიქოლოგს შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში საკითხის შეთანხმების მიზნით ხდება პროფესიული ზედამხედველ(ებ)ის მოწვევა. შედეგებზე შეჯერება ხდება კონსენსუსის წესით.

4. ინდივიდუალური გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ, მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომის გამართვამდე, შემთხვევის მმართველი, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართავს როგორც ცენტრის, ისე სხვა დაწესებულების შესაბამის სპეციალისტებს, რომლებიც მოაზრებული არიან ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული სერვისის/პროგრამის განხორციელების ნაწილში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტების ჩართვის შემთხვევაში, მიზანშეწონილია მათი მონაწილეობა მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომაში შესაბამისი პროფესიული მოსაზრების წარდგენის მიზნით.

6. ინდივიდუალურ გეგმაში აისახება ის პირი/დაწესებულება, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს არასრულწლოვანი, აგრეთვე, პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვანის მონაწილეობა.

7. ინდივიდუალური გეგმის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება მულტიდისციპლინურ ჯგუფ