1. არასრულწლოვანს, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეწოდება შემდეგი სახის სერვისები/პროგრამები:
ა) ფსიქოსოციალური მომსახურება;
ბ) ფსიქოლოგიური მომსახურება;
გ) ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საგანმანათლებლო და არაფორმალური განათლების პროგრამებში ჩართვა;
ე) ქცევის კორექციისა და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები;
ვ) სპორტულ, რეკრეაციულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ზ) არასრულწლოვანის ოჯახთან მუშაობა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მხარდაჭერა;
თ) სხვა, ინდივიდუალურად განსაზღვრული სერვისები/პროგრამები.
2. პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სხვა ღონისძიებათა ერთობლიობასაც, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეაბილიტაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ამცირებს განმეორებითი მართლსაწინააღმდეგო ქმედების რისკებს.
3. პროგრამებს/სერვისებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი. სერვისები/პროგრამები აისახება არასრულწლოვანის ინდივიდუალურ გეგმაში.
4. არასრულწლოვანის მონაწილეობას შესაბამის სერვისში/პროგრამაში უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განსაზღვრული სუბიექტი.
5. ინდივიდუალური გეგმით გაწერილი სერვისების/პროგრამების მისაწოდებლად შემთხვევის მართვაში ჩართული სპეციალისტი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მახასიათებლების შესაბამისად შერჩეული პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხვდება არასრულწლოვანს (საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, თუ პირისპირ შეხვედრა შეუძლებელია, სპეციალისტი უფლებამოსილია შეხვედრა გამართოს დისტანციურად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისას ვადის დარღვევად არ მიიჩნევა არასრულწლოვანთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეხვედრის ჩაშლა პატივსადებ ან ფორს-მაჟორულ გარემოებათა გამ