1. შეფასების ფორმასა და ფსიქოლოგის შეფასების ფორმაში (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის მმართველი ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (დანართი №7).

2. ანგარიში ეფუძნება შეფასების ფორმის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ანგარიშში ნარატიული სახით წერილობით ყალიბდება ძირითადი მიგნებები, კერძოდ, აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) არასრულწლოვანის დემოგრაფიული მონაცემების, მიმართვის წყაროს, მიმართვის მიზეზისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოკლე აღწერა;

ბ) არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან/ფაქტობრივ აღმზრდელთან და გარემოსთან დაკავშირებით გამოკვეთილი დამცავი ფაქტორები;

გ) საჭიროებები არასრულწლოვანის კეთილდღეობისთვის;

დ) არასრულწლოვანის ოჯახური და სოციალური გარემოთი, აგრეთვე, მათ წინაშე არსებული კეთილდღეობის საჭიროებებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა;

ე) არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენელის/ფაქტობრივი აღმზრდელის მოსაზრება/დამოკიდებულება ამ პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ვ) არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის საჭიროებების დაკმაყოფილების, აგრეთვე, მისი და მისი ოჯახის/ფაქტობრივი აღმზრდელის გარემოს მხარდაჭერისა და გაძლიერების დაგეგმვის გზებ