1. არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უზრუნველყოფილია სამართლებრივი მხარდაჭერა, რომლის მიზანია არასრულწლოვანის უფლებების დაცვა და სამართლებრივი ინფორმირებულობა.

2. სამართლებრივი მხარდაჭერა მოიცავს:

ა) სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;

ბ) არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

3. ცენტრის იურისტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობას ახორციელებს შემთხვევის მმართველთან კოორდინირებულად, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაზიარებასა და მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უპირატესი დაცვის უზრუნველსაყოფად.

თავი V

მონიტორინ