1. შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულებიდან, აგრეთვე, არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, ცენტრი/შემთხვევის მმართველი ახორციელებს არასრულწლოვანზე დაკვირვებასა და მისი მდგომარეობის შეფასებას (შემდგომი მონიტორინგი).

2. შემდგომ მონიტორინგისას შეფასდება არასრულწლოვანის მდგომარეობა, მიღწეული შედეგების შენარჩუნება, გამოვლენილი რისკები და დამატებითი საჭიროებები.

3. შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შემთხვევის მმართველი უფლებამოსილია იქონიოს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან ფაქტობრივ აღმზრდელთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და სხვა, შესაბამის პირთან/დაწესებულებასთან, და შემდგომი მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

4. შემდგომი მონიტორინგის პერიოდში შემთხვევის მმართველი ამზადებს შემდგომი მონიტორინგის კვარტალურ და საბოლოო ანგარიშებს (დანართი №13).

5. თუ შემდგომი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არასრულწლოვანის მდგომარეობის გაუარესება, ახალი რისკები ან დამატებითი საჭიროებები, შემთხვევის მმართველი შემდგომი მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რის შემდეგაც საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მულტიდისციპლინურ ჯგუფს.

6. თუ შემდგომი მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი რისკები ან დამატებითი საჭიროებები, მონიტორინგის ანგარიში ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და, შესაბამისად, მულტიდისციპლინურ ჯგუფს არ წარედგინება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის საფუძველზე არასრულწლოვანის ხელახალი ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.

8. არასრულწლოვანის მიერ 14 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს მონიტორინგის შეწყვეტას.

თავი VI

საქმისწარმოების ფორმა. დასრულებული საქმის დაარქივება და დოკუმენტების განადგურე