1. დასრულებული საქმე გადაეცემა ცენტრის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს საქმის შენახვას შესაბამის არქივში ან სპეციალურ საცავში.
2. დასრულებული საქმე მოიცავს:
ა) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს;
ბ) ინდივიდუალურ გეგმას და მის ცვლილებებს;
გ) მონიტორინგის მასალებს;
დ) სხვა, საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
3. დასრულებული საქმე დაარქივდება როგორც მატერიალურ, ისე ელექტრონულ ფორმატში.
4. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს საქმის ელექტრონული ასლის სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში ატვირთვა.
5. დასრულებული საქმე არქივს გადაეცემა პერიოდულად, მაგრამ არაუგვიანეს საქმისწარმოების დასრულებიდან 3 თვისა.
6. არქივში გადაცემულ საქმეთა ნუსხა ფორმდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერს პასუხისმგებელი პირი და ცენტრის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომელი.
7. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს არქივში და სპეციალურ საცავში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და დაცვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. არქივში დაცული დოკუმენტები ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით, რის შემდეგაც იგი ექვემდებარება განადგურება